Sunday, December 18, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ ჩვენი საქაღალდე, შევურჩიეთ დიზაინი და დავდეთ ბლოგზე.
თითოეულმა წევრმა წარმოვადგინეთ ჩვენი ნამუშევრები, შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები და მივეცით ერთმანეთს რჩევები. დღემ ჩაიარა საინტერესოდ.
 
ინტელის ეს პროექტი არის ძალიან საინტერესო. ვისწავლე ბევრი რამ , კერძოდ კომპიუტერთან მუშაობა, პროექტის დაგეგმვა, ბუკლეტის გაკეთება, სლაიდშოუს გაკეთება. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო შეფასებების სწორად ფორმულირება, ასევე სტანდარტის შესაბამისი მიზნების ჩამოყალიბება. პროექტის თითოეული დეტალი და აქტივობა გამომდინარეობს ამ მიზნებიდან და შესაბამისობაშია სტანდარტებთან.

მადლობას გიხდით ქალბატონო ნინო ამ საინტერესო და ნაყოფიერი დღეებისთვის.

პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Saturday, December 17, 2016

მერვე დღის რეფლექსია

პროექტის გემაში შევავსეთ გრაფა სასწავლო პროცედურები და ამით დავასრულეთ გეგმაზე მუშაობა.
გუგლ ფორმების გამოყენებით შევავსეთ კითხვარი და დავდეთ ბლოგზე, საჭიროების შემთხვევაში ვაძლევთ ჩვენი ბლოგის მისამართს მოსწავლეებს და ისინი იქ ავსებენ კითხვარს ან ასრულებენ ტესტებს.
როგორც ყოველთვის დღე იყო საინტერესო და ნაყოფიერი

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე

Sunday, December 11, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვისუბრეთ ინდივიდუალურ განსხვავებებზე სწავლის დროს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა მხარდასაჭერად შევქმენით სლაიდშოუს შაბლონი.
შევავსეთ გეგმის შაბლონი.
გადავამოწმეთ ჩვენი პორტფოლიო.

Saturday, December 10, 2016

მექვსე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი და ავტვირთეთ ბლოგზე.
შევქმენით მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების რუბრიკა.
დღე იყო ნაყოფიერი და საინტერესო.

Sunday, December 4, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ ინტელის სახელმძღვანელოს მეოთხე და მეხუთე მოდულზე.
გავეცანით საავტორო უფლებებს , რა არის საავტორო უფლებები, რა შედის საავტორო უფლებებში და რა არ შედის, საგანმანათლებლო მიზნით მასწავლებელებს და მოსწავლეებს უფლება გვაქვს გამოვიყენოთ სურათები , ფილმები, სხვადასხვა ინფორმაცია.
დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი და ავაწყვეთ power point-ში.

Saturday, December 3, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები, რომელსაც გამოვიყენებთ პროექტის შესაფასებლად.შეფასების მიზნებია მოსწავლეების საჭიროებების დადგენა, მოსწავლეებში თანამშრომლობის ხელშეწყობა და პროექტის ფარგლებში პროგრესის მონიტორინგი.
შევარჩიეთ შეფასების ხუთი სტრატეგია და მისი შესაბამისი მეთოდები და ინსტრუმენტები, აღვწერეთ როგორ განვახორციელებდით შეფასების შერჩეულ მეთოდებს ინსტრუმენტების საშუალებით .
ვისწავლეთ მეთოდი გონებრივი იერიშის და ვმვ-ს დიაგრამების შექმნა.
დღევანდელი დღეც იყო ნაყოფიერი და ბევრის მომცემი.

მესამე დღის რეფლექსია

მესამე გაკვეთილზე ვისწავლეთ სასაწავლო ღონისძიებების ეფექტური დაგეგმვისთვის მიზნების შემუშავება, პროექტის მიზნები უნდა გამომდინარეობდეს ესგ-ს საგნის სტანდარტებიდან.
გავწერეთ პროექტის განმავლობაში შესასრულებელი აქტივობები.
ვისწავლეთ ზოგადი, მეთოდური და შინაარსობრივი შეკითხვების ფორმულირება. ზოგადი და მეთოდური კითხვების დასმა მოსწავლეებში გამოიწვევს პროექტის თემისადმი ინტერესს.

Saturday, November 26, 2016

მეორე დღის რეფლექსია

დღესაც ვიმუშავეთ ნაყოფიერად, ოთხი საათი გავიდა შეუმჩნევლად.
ვისწავლეთ პროექტისთვის საინფორმაციო ბუკლეტის დამზადება, იყო  ძალიან საინტერესო და ვთვლი რომ ძალიან საჭიროც.
ტრენერი დღესაც გვიხსნიდა ყველაფერს დეტალურად და გასაგებად

Monday, November 14, 2016

პირველი დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ რომ დღევანდელი გაკვეთილი საინტერესოდ ჩატარდა, ტრენერი ხსნიდა გასაგებად და დეტალურად მასალას.
 ვისწავლეთ ახალი საქაღალდის შექმნა, რომელიც იქნება ჩვენი პორტფოლიო.
შევქმენით ჩვენი ბლოგი, რისი საშუალებითაც გავუზიარებთ ჩვენს საქმიანობას სხვებს.