Sunday, December 18, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ ჩვენი საქაღალდე, შევურჩიეთ დიზაინი და დავდეთ ბლოგზე.
თითოეულმა წევრმა წარმოვადგინეთ ჩვენი ნამუშევრები, შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები და მივეცით ერთმანეთს რჩევები. დღემ ჩაიარა საინტერესოდ.
 
ინტელის ეს პროექტი არის ძალიან საინტერესო. ვისწავლე ბევრი რამ , კერძოდ კომპიუტერთან მუშაობა, პროექტის დაგეგმვა, ბუკლეტის გაკეთება, სლაიდშოუს გაკეთება. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო შეფასებების სწორად ფორმულირება, ასევე სტანდარტის შესაბამისი მიზნების ჩამოყალიბება. პროექტის თითოეული დეტალი და აქტივობა გამომდინარეობს ამ მიზნებიდან და შესაბამისობაშია სტანდარტებთან.

მადლობას გიხდით ქალბატონო ნინო ამ საინტერესო და ნაყოფიერი დღეებისთვის.

პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Saturday, December 17, 2016

მერვე დღის რეფლექსია

პროექტის გემაში შევავსეთ გრაფა სასწავლო პროცედურები და ამით დავასრულეთ გეგმაზე მუშაობა.
გუგლ ფორმების გამოყენებით შევავსეთ კითხვარი და დავდეთ ბლოგზე, საჭიროების შემთხვევაში ვაძლევთ ჩვენი ბლოგის მისამართს მოსწავლეებს და ისინი იქ ავსებენ კითხვარს ან ასრულებენ ტესტებს.
როგორც ყოველთვის დღე იყო საინტერესო და ნაყოფიერი

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე

Sunday, December 11, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვისუბრეთ ინდივიდუალურ განსხვავებებზე სწავლის დროს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა მხარდასაჭერად შევქმენით სლაიდშოუს შაბლონი.
შევავსეთ გეგმის შაბლონი.
გადავამოწმეთ ჩვენი პორტფოლიო.

Saturday, December 10, 2016

მექვსე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი და ავტვირთეთ ბლოგზე.
შევქმენით მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების რუბრიკა.
დღე იყო ნაყოფიერი და საინტერესო.